"თალიბანმა" მიიღო კანონი, რომელიც კაცებს ცოლების ცემის უფლებას აძლევს, თუ ეს "ძვლების მოტეხილობას ან ღია ჭრილობებს" არ გამოიწვევს. 

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, მან მოიპოვა 60-გვერდიანი სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ხელს აწერს "თალიბანის" უმაღლესი ლიდერი ჰიბატულა ახუნდზადა.

"ქმარს შეუძლია ფიზიკურად იძალადოს ცოლზე და შვილებზე, იმ პირობით, რომ ძალადობა არ დატოვებს თვალსაჩინო კვალს.

"სერიოზული" დაზიანების დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელი 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

34-ე მუხლის თანახმად, ქალს, რომელიც ქმრის ნებართვის გარეშე მშობლების სახლში მიდის - ძალადობისგან თავის დასაღწევადაც კი - სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოჯახის წევრებს, რომლებიც მას თავშესაფარს მისცემენ, იგივე სასჯელი ემუქრებათ", - წერს მედიასაშუალება.