ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ არ გეგმავს საკუთარი ბირთვული შეკავების პოლიტიკის კორექტირებას, – ეს განცხადება თეთრ სახლში რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ გაკეთდა.
"როგორც ამ თვის დასაწყისში ვთქვით, ჩვენ არ გაგვიკვირდა რუსეთის განცხადება ბირთვული დოქტრინის განახლების შესახებ. რუსეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდა ამ განზრახვაზე. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რომ შეცვალოთ ჩვენი ბირთვული პოზიცია ან დოქტრინა რუსეთის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ", – ნათქვამია თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებს.