ივეკ რამასვამი აღარ არის სამთავრობო ეფექტურობის კომისიის წევრი, - აცხადებს თეთრი სახლი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეფექტურობის კომისიის წევრად ილონ მასკთან ერთად დანიშნულმა ვივეკ რამასვამიმ უარი თქვა პოსტის დაკავებაზე.
რამასვამიმ, რომელიც 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს ოჰაიოს გუბერნატორის პოსტზე.
„ვივეკ რამასვამიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა სახელმწიფო მმართველობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) შექმნაში. ის აპირებს იყაროს კენჭი არჩევით თანამდებობაზე, რაც მოითხოვ DOGE-ს გარეთ ყოფნას. ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ მის მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის და მოუთმენლად ველით, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმაში, რომ ამერიკა კვლავ დიადი გახდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.