კიევში დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული აღლუმის გენერალურ რეპეტიციაზე ტანკი ჩაქვრა.
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში საომარი ტექნიკის საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ აღლუმის რეპეტიციას გადიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "112 Украина" ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ტანკი შუა გზაში გაფუჭდა. საგზაო შემთხვევა მარშალ რიბალკოსა და ჩერნოვოლას გზაჯვარედინზე მოხდა.





