ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთის მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლება მიანიშნებს, რომ პეკინი ომის დასაწყებად ემზადება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მინისტრმა დაგმო პეკინის ქმედებები და თქვა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა ტაივანის წინააღმდეგ ომი შესაძლოა 2025 ან 27 წელს დაიწყოს.
ჩინეთმა წვრთნები ტაივანის ლიდერის შეერთებულ შტატებში ვიზიტის საპასუხოდ გამართა.