ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელ“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი, მათგან ერთი 17 წლის მოზარდია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამასთანავე, მედია წერს, რომ დუბაის პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში კვამლი და ცეცხლი შენიშნეს.
გარ ამისა, დრონებით დარტყმა განხორციელდა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზეც, რომლის შედეგად რამდენიმე მუშა დაშავდა.
აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.
თარგმანი: პირველი არხი








