ირანში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

„რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ  საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს: +98 912 299 77 26; +995 599 98 01 89; +995 595 31 16 61; +98 912 075 83 97“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელში განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ „პრევენციული შეტევა“ დაიწყეს. როგორც ისრაელის მედია წერს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის „საწყისი ფაზა“ ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.