ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კამერუნის საზღვართან ახლოს მდებარე ზამბოეს ოქროს საბადოზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 100 კაცი დაიღუპა.
კატასტროფა სამშაბათს, 18 აგვისტოს მოხდა და სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, გადარჩენილების პოვნის იმედი ქრება. მაშველებმა დეს ასტი ცხედარი იპოვეს. დღეს მხოლოდ მეტი ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენლის თქმით, გაურკვეველია, რამდენი ადამიანია ჯერ კიდევ ჩარჩენილი მეწყრის ქვეშ და დამეწყრილი მასის ქვეშ მოქცეულ კუსტარულად გაყვანილ რამდენიმე მეტრის სიღრმის შახტებში.
გავრცელებული ინფორმაციის, მეწყერი კუსტარული შახტებიდან გაყვანილი შტრეკების და სხვა სამთო გამონამუშევრების ჩამონგრევამ გამოიწვია.
ცენტრალურ აფრიკაში წიაღისეულის მოპოვება სახიფათოა, თუმცა, კუსტარულად გაყვანილ სამთო გამონამუშევრებში ათასობით ადამიანი, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან, მუშაობს. „კამერუნ ტრიბუნი“ იტყობინება, რომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად სულ მცირე ოთხი კამერუნელი დაიღუპა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




