ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი" ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  ეროვნული ლაბორატორიიდან, რომელშიც პოლიომიელიტის, წითელას და ქოლერას ნიმუშებია, მებრძოლებმა გამოაგდეს ყველა თანამშრომელი და ამჟამად ლაბორატორია მათი სრული კონტროლის ქვეშაა და გამოიყენება როგორც სამხედრო ბაზა.  

სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნიმა საიდ აბიდის თქმით, მას ლაბორატორიაში მებრძოლთა შესვლის შესახებ ორშაბათს, აშშ-ს შუამავლობით სუდანელ გენერლებს შორის 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე სატელეფონო ზარით აცნობა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა. აბიდს არ დაუკონკრეტებია დაპირისპირებულ  მეომართა რომელი ჯგუფი აკონტროლებს ლაბორატორიას.

„არსებობს უზარმაზარი ბიოლოგიური რისკი, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური ლაბორატორიის ოკუპაციასთან”, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა