სუდანში სროლისა და აფეთქების ხმა ისმის, დედაქალაქ ხარტუმში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. სუდანიდან რამდენიმე საათის წინ ამერიკელი დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. 

„დღეს, ჩემი ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა ჩაატარეს ოპერაცია ხარტუმიდან ამერიკის მთავრობის პერსონალის გამოყვანის მიზნით“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სუდანი 100-მდე ამერიკის მოქალაქემ სამი ვერტმფრენით დატოვა.