ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტოები ავრცელებენ

სომხური მედიის ინფორმაციით, წუხელ ღამით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი მიქაელ აჯაპაჰიანი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს. 

გადაწყვეტილება მოსამართლე მასის მელქონიანმა მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ  მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერის, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის და მისი მხარდამჭერების დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მიქაელ აჯაპაჰიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებები).

მიქაელ აჯაპაჰიანმა არ აღიარა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.