სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, პოლიციის აკადემიასთან მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "აშ-შაბაშმა" აიღო.

"აშ-შაბაში" ტერორისტული ორგანიზაციების ქსელ "ალ-კაიდას" მიეკუთვნება.

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, პოლიციის აკადემიის შენობასთან მომხდარ აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმკვლელი ტერორისტი სომალის პოლიციის სასწავლო ბანაკში შეიჭრა და თავი აიფეთქა. აფეთქების შემდეგ 13 პოლიციელის გვამი და 15 დაშავებული აღმოაჩინეს.