სომალის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 24 აგვისტოდან, პოპულარული სოციალური პლატფორმები - TikTok და Telegram აიკრძალება, რის მიზეზადაც "ტერორისტების მიერ პროპაგანდის გავრცელებაა" დასახელებული.
ეს გადაწყვეტილება იქამდე მიიღეს, ვიდრე სომალელი სამხედროები, ისლამისტური სამხედრო დაჯგუფება ალ შაბაბის წინააღმდეგ შეტევის მეორე ტალღას წამოიწყებს.
"ტერორისტები და ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამორალურობის გავრცელებასთან, იყენებენ გრაფიკულ კლიპებსა და ფოტოებს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად" - ნათქვამია განცხადებაში.
სომალელი სამხედროები ალ ყაიდასთან დაკავშირებულ ისლამისტურ დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევას გასული წლის აგვისტოს შემდეგ აწარმოებენ. აფრიკის კავშირის სამხედრო ძალების გარდა, სომალის არმიას აშშ-ს თავდაცვა საჰაერო დარტყმებით ეხმარება.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში, სომალის პრეზიდენტი ჰასან შეიხ მოჰამუდი საჯაროდ დააანონსებს შეტევის მეორე ტალღას, რომელიც გასამხედროებული ჯგუფის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სომალის სამხრეთში დაიწყება.