სიცილიაზე, კატანიიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე 30-ათასიან ქალაქ ნიშემიში მეწყერი ჩამოწვა. 1500 ადამიანმა უკვე დატოვა თავისი სახლი და ეს რიცხვი, როგორც ვარაუდობენ, კიდევ გაიზრდება

ნიშემი პრაქტიკულად იზოლირებულია. ქალაქისკენ მიმავალი 4 გზიდან 3 მეწყერმა დააზიანა. დაინგრა და დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლი და ოფისი. პრობლემური გახდა სკოლების და საავადმყოფოების ფუნქციონირება. მეწყერი კვლავ „სუნთქავს“, რაც ნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია. 

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიფრთხილის მიზნით მეწყრის მთელ სიგრძეზე თავდაპირველად შემოსაზღვრული 100 მეტრიანი ბუფერული ზონა ამჟამად უკვე 150 მეტრამდეა გაზრდილი.