იორდანიაში, შეერთებული შტატების შუამავლობით, სირიისა და ისრაელის მაღალი დონის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა და უსაფრთხოების ზომებზე შეთანხმებაა. 

დიალოგის დაწყების უშუალო მიზეზი გახდა ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული საავიაციო დარტყმები, რასაც რეგიონში ესკალაციის მორიგი ტალღა მოჰყვა.  

სირიის მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად აშ-შიბანი ხელმძღვანელობდა, ხოლო ისრაელის მხარეს წარადგენდა "მოსადის" ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი რომან გოფმანი.  

მხარეები განიხილავენ პრაქტიკულ მექანიზმებს სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმების მისაღწევად, რაც რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.