მსოფლიოში ნავთობის ფასი 2%-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს ეკონომიკური სანქციებით დაამარცხებს.
მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი დაახლოებით 1.9%-ით გაიზარდა და ბარელზე 93.34 დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ნავთობის ფასს აშშ-ში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 2.4%-ით გაიზარდა და 86.39 დოლარი შეადგინა.
ამასთან, „სიენბისის“ ცნობით, მსოფლიოში ნავთობის ფასის ზრდას კიდევ ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ყველა სავაჭრო და ფინანსურ ტრანზაქციას აჩერებს ირანთან მას შემდეგ, რაც თეირანმა მასზე მორიგი იერიში განახორციელა.
ცნობისთვის, ბესენტმა ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, ირანის ფინანსურ ქსელებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინონ. მისი თქმით, მსგავსმა მკაცრმა ზეწოლამ სხვა ქვეყნების შემთხვევაში კარგად იმუშავა.
„ჩვენ გვაქვს ბლოკადა და ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს ეს იმუშავებს. მან იმუშავა ვენესუელაში, როგორც კი ბლოკადა დავაწესეთ. ის ახლა მუშაობს კუბაში და იმუშავებს ირანში და ჩვენ ვაპირებთ ამ რეჟიმის დაშლას“, – განუცხადა ბესენტმა „სიენბისის“.




