ირანში მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის გარეთ მყოფი აქტივისტები იტყობინებიან.
ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს.
„სიბიეს ნიუსი“ აცხადებს, რომ ტელეარხმა წყაროს მიერ მოწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. მათივე ცნობით, სიმართლის გარკვევას უინტერნეტობა და სატელეფონო ზარებზე შეზღუდული წვდომა ართულებს.
„სიბიეს ნიუსის“ ცნობით, ირანში მყოფმა წყარომ მედიასთან დაკავშირება შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტთა ჯგუფები სამედიცინო წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაღუპულთა სრული სიის შედგენაზე მუშაობენ.
წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით კი დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის, სულ მცირე, 12 000-ს შეადგენს. ამავე წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უსაფრთხოების ძალები თეირანის მასშტაბით კერძო საავადმყოფოებში მიდიან, მათ პერსონალს ემუქრებიან და აქციების დროს დაშავებულთა სახელებისა და მისამართების მიწოდებას ითხოვენ.
თარგმანი: პირველიარხი




