შვეიცარიის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭომ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მესამე ქვეყნებს უკრაინაში შვეიცარიული წარმოების შეიარაღება მიაწოდოს.
შვეიცარია მკაცრი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსს ატარებს და ამ დრომდე უარს ამბობდა შეიარაღების რეექსპორტის ნებართვის გაცემაზე.
ჯერ კიდევ მოქმედი კანონის მიხედვით, შვეიცარიული შეიარაღების მიმღები ქვეყანა არ უნდა იმყოფებოდეს შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში. ცვლილებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა, ხოლო 11 წინააღმდეგი იყო.
ცვლილების ინიციატორები აღნიშნავენ, რომ არსებული შეზღუდვები არ უნდა მოქმედებდეს იმ შემთხვევაში თუ სახეზე გვაქვს ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ღია დარღვევა.
"კომისიის წევრთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ შვეიცარიამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებაში და შესაბამისად დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას. მათი განმარტებით ინიციატივა არ მოდის წინააღმდეგობაში ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსთან, რადგანაც საუბარი არ არის შეიარაღების პირდაპირ ექსპორტზე კონფლიქტის ზონაში",- ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ცვლილების ასამოქმედებლად პალატის ორივე პალატის თანხმობა იქნება საჭირო.
გასულ თვეებში ცნობილი გახდა, რომ ამ აკრძალვის გამო დანიამ უკრაინას დაჯავშნილი მანქანები, ესპანეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხოლო გერმანიამ Marder-ების ჭურვები ვერ გადასცა.