შვედეთში, ნორვეგიასთან საზღვრის მიმდებარედ, ორეს მონიციპალიტეტში, მოკლეს მგელი, რომელიც 57,5 კგ-ს იწონიდა. 

ორეს მუნიციპალიტეტში მოკლული მგელი ყველაზე მძიმეა შვედეთში 1977 წლის შემდეგ დარეგისტრირებულ მოკლულ მგლებს შორის.  იგი ყველაზე დიდი მგელია აგრეთვე გულმკერდის გარშემოწერილობით, თუმცა არაა ყველაზე დიდი სხეულის ზომით.


Den stora vargen fälldes under skyddsjakt efter att slagit renar. Foto: Joakim Nordblom/SVA

მგლის გაკვეთის დროს კუჭში ნახევარი კგ ირმის ხორცი აღმოჩნდა.

მგელი ჩრდილოეთის ირემზე თავდასხმის გამო, ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ნადირობის დროს, ვერტმფრენიდან მოკლეს. 

ველური ბუნების მართვის ინსტრუქციების თანახმად, თავდაცვით ნადირობაზე ნებართვა გაიცემა ერთი მგლის მიერ შინაურ ცხოველებზე სულ მცირე სამი დოკუმენტირებული (ცხვარი, ძროხა, ცხენი, ძაღლი) თავდასხმის შემდეგ. შვედური პრესა არ მიუთითებს, ამ შემთხვევაში მგელი ჩრდილოეთის ირმებს ირემთსაშენში რამდენჯერმე დაესხა თავს, თუ იგი სხვა მიზეზის გამო მოკლეს.