შვედეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა ყველა უბანზე დაასრულა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.
2026 წლის 13 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების 100%-ის მეტის დათვლის შემდეგ გაირკვა,რომ მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ბლოკმა, რომელსაც „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს, 349-ადგილიან პარლამენტში (რიქსდაგში) 176 ადგილი მოიპოვა. მათ მინიმალური უპირატესობით დაამარცხეს მმართველი მემარჯვენე კოალიცია, რომელმაც 173 ადგილი მიიღო.

მას შემდეგ, რაც ხმების საბოლოო დათვლამ ოპოზიციის გამარჯვება დაადასტურა, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა ოფიციალურად გამოაცხადა გადადგომის შესახებ და პარლამენტის სპიკერს უფლებამოსილების მოხსნის თხოვნით მიმართა.
ახალი მთავრობის გაურკვეველი ბედი
მიუხედავად ოპოზიციის გამარჯვებისა, ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება რთული და გაურკვეველი იქნება. გამარჯვებულ ბლოკში შემავალ ოთხ პარტიას შორის სერიოზული იდეოლოგიური აზრთა სხვადასხვაობაა (განსაკუთრებით ეკონომიკურ და მიგრაციულ საკითხებში). ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მყარი უმრავლესობის შესაქმნელად პარტიებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ კრისტენსონი გადადგა, მაგრამ დამარცხება არ აღიარა. მისი თქმით, მას აღარ აქვს უმრავლესობა, მაგრამ ოპოზიციის ლიდერს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ მას უმრავლესობა დაუჭერს მხარს.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




