ამის შესახებ ინფორმაციას შვედური პორტალი aftonbladet აქვეყნებს

დანიურ-შვედური ულტრამემარჯვენე მოძრაობა Tight Course-ის (მკაცრი კურსი) ლიდერმა რასმუს პალუდანმა გოტენბურგის, ბუროსისა და ტროლჰატანის მეჩეთების მიმდებარედ, ასევე სტოკჰოლმის ჰალუნდისა და ჰასბის რაიონებში, სადაც მუსლიმები კომპაქტურად ცხოვრობენ, დაგეგმა ანტიისლამური აქცია მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის საჯარო დაწვით.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ექსტრემისტის მიმართვა დააკმაყოფილა, აქციის ოპონენტების საყურადღებოდ კი განაცხადა პალუდანის ქმედებებისთვის ხელის შეშლის დაუშვებლობის შესახებ.


პრესრელიზში ნათქვამია, რომ პოლიცია მიმართვის დაკმაყოფილებისას დაეყრდნო ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გასულ კვირას გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციას წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად პირობების, მათ შორის აქციის ჩატარების დროის და ადგილის შესახებ, წამოყენების უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ აღდგომის დღეების არეულობის შემდეგ, შვედეთში, მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ ყურანის დაწვას კონტრპროტესტანტებისგან პოლიციის დარბევა მოჰყვა (ფოტო და ვიდეორეპორტაჟი)

პალუდანს პოლიციამ უარი უთხრა ბუროსში აქციის ჩატარებაზე, რაც ადმინისტრაციული სასამართლოს გასულ კვირას გამოტანილ განაჩენში პოლიციის შეცდომად შეფასდა.