საფრანგეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა პარასკევს, 23 ოქტომბერს, დილის 06:00 საათიდან, ძლიერი ქარის გამო,  საფრთხის ნარინჯისფერი დონე 23 დეპარტამენტში გამოაცხადა. ხუთშაბათს, საღამოს, ქვეყანას შტორმი „ოსტენი“ დაატყდა თავს.

ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილის 15 დეპარტამენტთან ერთად, განგაშის ნარინჯისფერი ზონა გავრცელდა უაზის, ენისა და ილ-დე-ფრანსის (პარიზის რეგიონი) მთელ ტერიტორიაზე.  
დეპარტამენტების სრული სია:

ენის (Aisne), კალვადოსის (Calvados), კოტ-დ’არმორის (Côtes d'Armor), ერის (Eure), ფინისტერის (Finistère), ილ და ვილენის (Ille-et-Vilaine), ატლანტიის ლუარის (Loire-Atlantique), მანშის (Manche), მორბიანის (Morbihan), ნორის (Nord), უაზის (Oise), ორნის (Orne), პა-დე-კალეს (Pas-de-Calais), პარიზის (Paris), ზღვისპირა სენის (Seine-Maritime), სენა და მარნის (Seine-et-Marne), იველინის (Yvelines), სომის (Somme), ესონის (Essonne), ოს-დე-სენის (Hauts-de-Seine), სენა-სენ-დენის (Seine-Saint-Denis), ვალ-დე-მარნის (Val-de-Marne) და ვალ-დ’უაზის (Val-d'Oise) დეპარტამენტები.