კუნძულოვან სახელმწიფოს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ფული. პრობლემის გადასაჭრელად ჩინეთში მაიმუნების ექსპორტის გეგმა შეიმუშავეს.   

სოფლის მეურნეობის მინისტრი მაჰინდა ამარავირა აცხადებს, რომ სურს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ გადაშენების პირას მყოფად კლასიფიცირებული შრი-ლანკის ენდემური სახეობის,  ცეილონის მაკაკის ექსპორტი ჩინეთში. 

„მათ ესაჭიროებათ მაიმუნები იმ ათასზე მეტი ზოოპარკისთვის, რომელიც ქვეყანაში აქვთ”, - ამბობს ის.

ოფიციალური მონაცემებით, კუნძულზე ორიდან სამ მილიონამდე ცეილონის მაკაკი ცხოვრობს, მაგრამ არავინ იცის, რამდენად შეესაბამება ეს რიცხვი სიმართლეს.

ბევრი შრი-ლანკელი ცეილონის მაკაკებს თვლის მავნებლებად, რომლებიც ანადგურებენ ნათესებს და შედიან სახლებში საკვების საძიებლად.

ცხოველთა უფლებების დამცველი ჯგუფები მთავრობის გეგმის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები. 

გვინდა ვიცოდეთ, მათ ამდენი მაიმუნი რისთვის სჭირდებათ: საკვებად, სამედიცინო ექსპერიმენტებისთვის თუ სხვა რამისთვის, - ამბობს ჯაგატ გუნავარდანა კოლომბოში მდებარე ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციიდან.

არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენს გადაიხდის ჩინეთი მაიმუნებში..