ძალიან შემიყვარდა საქართველო, - ამის შესახებ ჰოლივუდის ვარსკვლავმა, რეჟისორმა და მსახიობმა შონ პენმა განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება.

მსახიობი ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა.

"ბევრი წარმატება და მარცხი გამომიცდია, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და შთამაგონა, რომ ეს ფილმი გადამეღო. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია, ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა - მშვიდობა და თავისუფლება," - განაცხადა მსახიობმა ("ფორმულას" თარგმანი).