შონ "დიდი" ქომბსს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ახალი ბრალდებები წარუდგინეს. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ორმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა, სულ მცირე, 6 სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება ბრალდებებს, რომლებიც 1995- 2021 წლებს მოიცავს.

ბრალდებულები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი თავდასხმა ქომბსის წვეულებებზე მოხდა, რომლებსაც ცნობილი სახეები და მომღერლები ესწრებოდნენ.

ქომბსის ადვოკატებმა ეს ბრალდებები უარყვეს და BBC-ს განუცხადეს, რომ მას "არავისთვის მიუყენებია სექსუალური შეურაცხყოფა".

ერთ-ერთი ბრალმდებლის მტკიცებით, ის 16 წლის იყო, როდესაც ჰემპტონში 1998 წელს გამართულ ერთ-ერთ წვეულებას ესწრებოდა.

"წვეულებაზე უამრავი ცნობილი სახე და მომღერალი დავინახე და ქომბსსაც წავაწყდი. ჩვენ უფრო მყუდრო ადგილზე დავსხედით და მასთან მუსიკალურ ინდუსტრიაში შეღწევის თემაზე საუბარი დავიწყე. საუბრის დროს, ქომბსმა მოულოდნელად გაშიშვლება მომთხოვა... ქომბსმა მითხრა, რომ ეს "ვარსკვლავად გახდომამდე გასავლელი რიტუალი“ იყო და, რომ ის ამ გზით ვარსკვლავად გახდომაში დამეხმარებოდა," - თქვა ბრალმდებელმა.

ბრალმდებელმა სასამართლოს წვეულებაზე შონ "დიდი" ქომბსთან ერთად გადაღებული ფოტოც წარუდგინა, სადაც თინეიჯერის სახე ბუნდოვნად ჩანს. კიდევ ერთი სარჩელის მიხედვით, რომელიც ბრალმდებელმა წარადგინა, ის ქომბსმა 2004 წელს, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. იმ დროს ქალი კოლეჯის 19 წლის სტუდენტი იყო.

"ქომბსს ფოტოსესიაზე შევხვდი, საიდანაც მან მე და ჩემი მეგობარი სასტუმროში კერძო წვეულებაზე მიგვიწვია. ქომბსმა ჩემზე ძალადობა დაიწყო და, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, გამაუპატიურა," - თქვა ბრალმდებელმა.

"მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ფედერალურ სასამართლოში კიდევ ბევრ საქმეს შევიტანთ ქომბსის და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ. კვლავ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და ვამზადებთ მასალებს," - განუცხადა BBC-ს ტეხასელმა ადვოკატმა ტონი ბუზბიმ.