ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სააგენტოები ავრცელებენ.

ჯიმი კარტერის ფონდი იუწყება, რომ შეერთებული შტატების  ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

დემოკრატი ჯიმი კარტერი 1977-1981 წლებში იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მის მიღწევებს შორის ყველაზე ცნობილია მშვიდობის დამყარება ახლო აღმოსავლეთში. მისი დიდი ძალისხმევით ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადათი და ისრაელის პრემიერ მინისტრი მენახემ ბეგინი 1978 წელს, სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში,  კემპ-დევიდში 13 დღის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ჯიმი კარტერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია. იგი არის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 100 წელი იცოცხლა.