HBO-ს ახალ სერიალს „ჰარი პოტერს” რომელიც ჯოან როულინგის წიგნების მორიგი ეკრანიზაცია იქნება, განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით გადაიღებენ. პროექტის ავტორები გეგმავენ სეზონებს შორის ინტერვალი მინიმუმამდე დაიყვანონ, რათა მსახიობების ასაკობრივი ცვლილება (გაზრდა) წიგნის ქრონოლოგიას მაქსიმალურად დაემთხვეს.

ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა, ქეისი ბლოისმა, საერთაშორისო კატალოგის ბოლო პრეზენტაციაზე განაცხადა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა სეზონებს შორის უზარმაზარი წყვეტა არ გვქონდეს“. პროექტი ტიტანურია (დაგეგმილია შვიდი სეზონი — თითო წიგნზე თითო), მთავარი გამოწვევა კი აშკარაა: ბავშვები სწრაფად იზრდებიან და მათ არ შეუძლიათ წლობით ლოდინი გადაღებებს შორის ისე, რომ მათმა ასაკმა ისტორიის ქრონოლოგია არ დაარღვიოს.