მოსკოვი მზადაა უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობების დასამყარებლად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესმის ამ მთავრობას თავისი ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ლავროვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რუსეთსა და ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით უნგრეთის ახალი მთავრობის პოზიციის შესახებ, ლავროვმა განაცხადა, რომ მას არ სურს კომენტარის გაკეთება იმაზე, „რას ამბობს ხალხი წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი დებატების დროს“.
„ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ქმედებებს და მზად ვართ, ავაშენოთ ურთიერთობები ნებისმიერ მხარესთან, იმ პირობით, რომ ეს ურთიერთობები დაფუძნებული იქნება თანასწორობაზე, ორმხრივ სარგებელსა და ინტერესთა ბალანსზე. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია“,- განაცხადა ლავროვმა.










