რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, არაბული ქვეყნების გადაწყვეტილება ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მათი საქმეა და მოსკოვი არ ჩაერევა,-ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
"ეს მათი, აღნიშნული ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების საქმეა", - განაცხადა მან.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი სპარსეთის ყურის ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერევა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა მათგანმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ორშაბათს, 5 ივნისს, დილით ბაჰრეინმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ის საშინაო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. დიპლომატიური ურთიერთობები ყატართან საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმაც გაწყვიტა.
მათ აღნიშნეს, რომ ყატარი ტერორისტულ დაჯუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერს მხარს. ყველა ჩამოთვლილმა ქვეყანამ ყატართან სატრანსპორტო კავშირი შეწყვიტა.