ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი საუდის არაბეთით უკმაყოფილებას თავის სოციალურ ქსელში გამოხატავს.
„ირანის მიერ საუდის არაბეთის სამეფოზე მიმდინარე თავდასხმების გამო, ერ-რიადში აშშ-ის საელჩო ევაკუირებულია.
როგორც მე მესმის, სამეფო უარს ამბობს თავისი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სამხედრო ძალების ჩართვაზე ბარბაროსული და ტერორისტული ირანული რეჟიმის შესაჩერებლად, რომელიც რეგიონს ატერორებს და შვიდი ამერიკელი მოკლა.
კითხვაა - რატომ უნდა დადოს ამერიკამ თავდაცვის შეთანხმება საუდის არაბეთის სამეფოს მსგავს ქვეყანასთან, რომელიც არ სურს ორმხრივი ინტერესების ბრძოლაში ჩართვა?
ამერიკელები იღუპებიან და აშშ მილიარდებს ხარჯავს ირანის ტერორისტული რეჟიმის დასამხობად, რომელიც რეგიონს ემუქრება. ამასობაში, საუდის არაბეთი, როგორც ჩანს, აკეთებს განცხადებებს და ახორციელებს ქმედებებს ფონზე, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ სასარგებლოა, მაგრამ არ სურს სამხედრო ოპერაციებში ჩართვა ირანიდან მომდინარე ტერორის შესაჩერებლად. იმედი მაქვს, რომ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნები გააძლიერებენ თავიანთ ძალისხმევას ამ ბრძოლაში, რადგან ეს მათ საკუთარ ეზოში ხდება. თუ ახლა არ ხართ მზად თქვენი სამხედრო ძალების გამოსაყენებლად, როდის იქნებით მზად?
იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება“ - წერს ლინდსი გრემი X-ზე.
The American Embassy is being evacuated in Riyadh because of sustained attacks by Iran against the Kingdom of Saudi Arabia.
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) March 9, 2026
It is my understanding the Kingdom refuses to use their capable military as a part of an effort to end the barbaric and terrorist Iranian regime who has…




