ამის შესახებ ინფორმაციას არაბული პრესა ავრცელებს.

საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ეთიოპია და ირანი ოფიციალურად შეუერთდნენ ბლოკს, რომელიც დასავლეთის გავლენის საპირწონედ არის შექმნილი და რომლის წევრებიც დღემდე რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იყვნენ. 

არგენტინამ, რომელიც BRICS-ის კანდიდატად განიხილებოდა, ბლოკში შესვლაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.