Economist Intelligence Unit-მა (EIU) 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე კომფორტული ქალაქების ყოველწლიური ინდექსი (Global Liveability Index 2026) გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი მოექცა, რომელმაც 100-დან 98 ქულა დააგროვა.

კვლევის ფარგლებში EIU-მ მსოფლიოს 173 ქალაქი ხუთი ძირითადი კატეგორიის მიხედვით შეაფასა: სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა და გარემო, განათლება და ინფრასტრუქტურა. კოპენჰაგენმა სრული 100 ქულა მიიღო სამ კატეგორიაში — სტაბილურობაში, განათლებასა და ინფრასტრუქტურაში.  

2026 წლის საუკეთესო ხუთეული:

1. კოპენჰაგენი (დანია) — 98.0  

2. ვენა (ავსტრია) — 97.1  

3. მელბურნი (ავსტრალია) — 97.0  

4. სიდნეი (ავსტრალია) — 96.6  

5. ციურიხი (შვეიცარია) — 96.4  

6. ჟენევა (შვეიცარია)  

7. ოსაკა (იაპონია)  

8. ადელაიდა (ავსტრალია)  

9. ვანკუვერი (კანადა)  

10. ტოკიო (იაპონია)  

პირველ ათეულში უმრავლესობას დასავლეთ ევროპისა და ავსტრალიის ქალაქები იკავებენ.  

აზიის ქალაქებში, განსაკუთრებით ჩინეთში, ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების ფონზე, რეიტინგები საგრძნობლად გაიზარდა.  

რეიტინგის ბოლო, 173-ე ადგილს კვლავ დამასკო (სირია) იკავებს.