პოლონეთის პოლიციამ ვარშავის ოხოტას რაიონში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულებს სასტიკ თავდასხმასა და ძარცვაში ედებათ ბრალი.

RMF24-ისა და TVN24-ის ინფორმაციით, ინციდენტი ვარშავის ოხოტას რაიონში, ფულადი გადახდების ტერმინალთან მოხდა.

პოლიციის ცნობით, 5-მა მამაკაცმა ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება დაიწყეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი - ბელარუსის მოქალაქე - დაშავდა.

მომხდარის შემდეგ პოლიციამ ცხელ კვალზე ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულების ასაკი 23-იდან 29 წლამდეა.

TVN24-ის ცნობით, გამოძიება გრძელდება და დაკავებულებს შესაძლოა ძარცვისა და სხეულის დაზიანების ბრალი წარედგინოთ.