ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დაავალა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის (RFE/RL) კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა. იუწყება Associated Press.
შესაბამისი განკარგულება, რომელიც ფედერალურმა მოსამართლე რაის ლამბერტმა გასცა, ითვალისწინებს მედიაკორპორაციისთვის პრილის თანხის, 12 მილიონი დოლარის გადარიცხვას.
სასამართლოს მოსაზრებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ერთი პიროვნული გადაწყვეტილებით მოახდინოს კონგრესის მიერ "რადიო თავისუფლების" ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი თანხების ბლოკირება.
"რადიო თავისუფლებამ" 2025 წლის ბოლომდე ფედერალური მთავრობისგან კონგრესის მიერ გამოყოფილი კიდევ 77 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.