სასამართლომ ისრაელის პრემიერის მეუღლე კორუფციაში დამნაშავედ სცნო
1560691824
სასამართლომ ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მეუღლე კორუფციაში დამნაშავედ სცნო. როგორც გამოცემა Jerusalem Post წერს, სასამართლომ გადაწყვეტილება საქმის ოთხწლიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარა ნეთანიაჰუს ჯარიმის სახით 55 ათასი შეკელის გადახდა დაეკისრა, თუმცა ბრალდების მხარე თავდაპირველად 359 ათასი შეკელის გადახდას მოითხოვდა.
გამოძიებასა და სარა ნეთანიაჰუს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლომ განმარტა, რომ სარა ნეთანიაჰუმ დანაშაული სერიოზულ დანაშაულთან დაკავშირებით აღიარა. საქმე სხვა პირის განზრახ შეცდომაში შეყვანას ეხებოდა.
თავდაპირველად, პრემიერის მეუღლეს ბრალი თაღლითობაში ედებოდა. გარდა ამისა, გარიგების ფარგლებში ნეთანიაჰუს სამოქალაქო სასამართლოში კიდევ 175 ათასი შეკელის გადახდა მოუწევს.
თხოვნა უმაღლეს სასამართლოში შევიდა, რათა გარიგება გაუქმებულიყო, მაგრამ სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებში გაფორმდა და კანონით დაკმაყოფილდა, რადგან ნეთანიაჰუ იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა.




