ინფორმაციას სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქების შესახებ რუსეთის სამთავრობი საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
სანკტ-პატერბურგის ცენტრში, უნივერსიტეტის სანაპიროზე მდებარე კაფეში აფეთქება მოხდა. აფეთქბის შედეგად მოკლულია ცნობილი სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი). ტატარსკი 2014 წელს ლუგანსკის ოლქში, პოლკ „ვიტიაზის" შემადგენლობაში იბრძოდა უკრაინელების წინააღმდეგ. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან კი იგი სამხედრო კორესპონდენიტი იყო.
აფეთქების შედეგად დაჭრილია 15 კაცი. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უცხოეთის პრესით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაფე დაჯგუფება „ვაგნერის" მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, რუსული პრესის მიხედვით კი იგი ადრე იყოს კაფეს მეპატრონე.