Samsung-ის ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლი კუნ-ჰი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.
წარმოშობით სამხრეთ კორეელი ლი კუნ-ჰი 21 მილიარდი დოლარის მფლობელი და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.
კომპანია Samsung-ი ლი კუნ-ჰის მამამ, ლი ბიონ ჩხოლმა 1938 წელს დააარსა.
Reuters-ი წერს, რომ გლობალური მასშტაბის წარმატებას კომპანიამ სწორედ ლი კუნ-ჰის დროს მიაღწია.