სამხრეთ კორეის პროკურატურა ყოფილი პირველი ლედის, კიმ კიონ ჰესთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ცოლის წინააღმდეგ ქრთამის გაცემისა და ფინანსური მანიპულაციების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. 

პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა კიმის 12-საათიანი დაკითხვის შემდეგ დააყენა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა იუნმა გასული წლის დეკემბერში მოულოდნელად ქვეყანაში "სამხედრო მდგომარეობა" გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს პარლამენტის შენობის ოპოზიციისგან დაცვა უბრძანა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან მობილიზებული იყო ჯარი, ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს შენობაში შესვლა და პრეზიდენტის ბრძანების გაუქმება. 

მოგვიანებით, პარლამენტმა იუნის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იუნმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მისი იმპიჩმენტის ლეგიტიმურობა ოფიციალურად დაამტკიცა.