მკვლევრებმა კატის ახალი ტიპი გამოავლინეს, რომელიც Tuxedo-ს კატას ჰგავს, მაგრამ ზურგის ძირში ბეწვი მყარი ფერით ეწყება, როგორიცაა შავი და თანდათან თეთრდება. ეს ყველაფერი უნიკალური მუტაციითა გამოწვეული. მკვლევრებმა ნაშრომი ჟურნალ Animal Genetics-ში გამოაქვეყნეს და კატას სახელად Salmiak უწოდეს.
კატის ეს ახალი ტიპი პირველად 2007 წელს ცენტრალურ ფინეთში შენიშნეს. სწორედ აქ მიიქცია ყურადღება კატამ თავისი განსხვავებული შეფერილობით. ზურგზე არსებული განსაკუთრებული ნიშნის გარდა, კატებს თეთრი კუდები აქვთ და მათი თვალები ძირითადად ყვითელი ან მწვანეა.
თავიდან იყო ვარაუდი, რომ ასეთი მუტაციის გამო კატები შეიძლება უნაყოფო ყოფილიყვნენ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.
მკვლევრებმა სისხლი ხუთი კატისგან აიღეს და აქედან ოთხზე დნმ-ის ტესტი გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ მათში თეთრ ფერთან დაკავშირებული გენეტიკური მუტაციები არ იყო.
შემდეგ მკვლევრებმა ორი კატის გენომის მთლიანი თანმიმდევრობა გაშიფრეს და KIT გენი გამოავლინეს, რომელიც თეთრი ფერის წარმოშობას განსაზღვრავს.