აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზის მსურველებსა და მფლობელებს აფრთხილებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის შექების, გამართლებისა ან აბუჩად აგდების შემთხვევაში, მათ შესაძლოა ვიზის გაცემაზე უარი უთხრან ან დეპორტაცია დაემუქროთ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ პლატფორმა X-ზე აცხადებს, რომ ის პირადად განცვიფრებულია სოციალურ მედიაში ნანახი ზოგიერთი პოსტით, რომლებიც მკვლელობას აქებენ, აბუჩად იგდებენ და ამართლებენ. ის წერს, რომ საკონსულო თანამშრომლებს მიეცათ მითითება "გადადგან შესაბამისი ნაბიჯები".

"გუშინდელი წამყვანი პოლიტიკური ფიგურის საზარელი მკვლელობის ფონზე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ უცხოელები, რომლებიც ძალადობასა და სიძულვილს აქებენ, ჩვენს ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ არიან" - განაცხადა ლანდაუმ.