აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადების მიხედვით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ "რუსული მხარის თხოვნით" სატელეფონო ზარი გამართა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან.

"სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიო დღეს, რუსეთის თხოვნით, ელაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. მდივანმა რუბიომ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ, რათა მიღწეული იყოს მდგრადი მშვიდობა". - წერია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მხარეებმა "უკრაინის კრიზისთან" დაკავშირებით არსებული ვითარება განიხილეს.