საფრანგეთში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. მთავრობის პრესსპიკერის, მოდ ბრეჟონის განცხადებით, საშუალო სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა, შესაძლოა, ძალაში უკვე მომდევნო კვირიდან შევიდეს.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება, კანონპროექტი ამოქმედდეს მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო საბჭომ მისი ერთ-ერთი მთავარი დებულება – 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა – დაიწუნა.

მოდ ბრეჟონის თქმით, სკოლებში ტელეფონების აკრძალვა სრულად ეფუძნება სტაბილურ და კონსოლიდირებულ სამართლებრივ ბაზას.

პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ პრეზიდენტის დავალებით უკვე დაიწყო სოციალური ქსელების შესახებ კანონპროექტის ახალი ფორმულირების მომზადება, რომელიც საკონსტიტუციო საბჭოს შენიშვნებს გაითვალისწინებს.

ხელისუფლების განცხადებით, მიზანია, რომ მომდევნო გაზაფხულისთვის შეიქმნას სრულყოფილი და მდგრადი სამართლებრივი მექანიზმი არასრულწლოვანთა დასაცავად.