საფრანგეთში დღეს საპროტესტო აქციების ახალი ტალღაა დაანონსებული.
დღევანდელ აქციას მასწავლებელთა პროფკავშირი SNES-FSU უჭერს მხარს და თავის წევრებს დემონსტრაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
გასულ კვირას დემონსტრანტებმა ასობით სკოლა დაბლოკეს. აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავდა, სულ მცირე, 190 მოსწავლე, დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი, მათგან 87% არასრულწლოვანია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, დაშავდა ათობით პოლიციელი და ჟანდარმი. განათლების მინისტრის ინფორმაციით, 24 სკოლა დაიწვა და გაიძარცვა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნიუმ გასულ კვირას სკოლებში „ცვლილებები“ დააანონსა, თუმცა თქვა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით კომპრომისი არ იქნება.
პარალელურად, აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი აცხადებს, რომ მთავრობას მათთვის „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია, პოლიციას კი ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.
აქციები სექტემბერში პარიზში დაიწყო. თავდაპირველად, დემონსტრაციების სკოლის მოსწავლეები მართავდნენ, მოგვიანებით კი, საპროტესტო ტალღას უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების ნაკლებობასა და განათლების სისტემაში არსებულ სხვა პრობლემებს აპროტესტებენ.




