საფრანგეთის ორმა სტუდენტურმა გაერთიანებამ სტუდენტებსა და მოსწავლეებს 3 და 5 ნოემბერს უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლების ბლოკირებისკენ მოუწოდა.
ისინი მთავრობისგან განათლების სისტემაში რეფორმის გატარებასა და სწავლის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
„ამ სამშაბათიდან ჩვენ ჩვენსავე უნივერსიტეტებსა და სკოლებს ბლოკადაში მოვაქცევთ. ამავეს გავიმეორებთ ხუთშაბათსაც, ვიდრე 5 ნოემბერს მუშებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციას შევუერთდებით“, – განაცხადა Union etudiante-ის პრესსპიკერმა.
სტუდენტურმა გაერთიანებებმა აღნიშნული განცხადება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ახლა მიმდინარე აქციისას გააკეთეს.









