ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერს ხელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყაზახეთში დღეს დილით ჩავიდა.
ყაზახური პრესის ინფორმაციით, ყაზახეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა განიხილეს ყაზახეთ-საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის საკითხები და მოლაპარაკებები გამართეს სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ენერგეტიკული სექტორში 63% ატომური ენერგეტიკის წილია, ხოლო ატომური სადგურებისთვის საჭირო ნედლეულის მიმწოდებლები რუსეთი, კანადა, ნიგერი, ყაზახეთი და უზბეკეთი იყვნენ. ნიგერში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საფრანგეთს ურანის მადნის მიწოდება შეუწყდა, რუსეთიდან მიწოდება კი რუსეთ-უკრაინის ომის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე არ განიხილება მყარად და საფრანგეთი ცდილობს გაზარდოს მსოფლიოში ურანის ნომერ პირველი მომპოვებელი ქვეყნიდან მადნის იმპორტის მოცულობა.
უკრაინის ომმა დიდი გამოწვევა შეუქმნა ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვებს. მივესალმები თქვენს ერთგულებას ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისადმი, თქვენს სურვილს განავითაროთ და ხელი შეუწყოთ შუა ტრანსკასპიურ დერეფანს. ეს ასევე შეესაბამება ჩვენს განზრახვებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ დერეფნის განვითარებას ექნება მხარდაჭერა რეგიონში, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ყაზახური პრესის თანახმად, ემანუელ მაკრონმა და კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერს ხელი ოფიციალური დელეგაციების წევრებმა კი ექვს შეთანხმებას მოაწერეს ხელი