საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებს 300 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათივე ცნობით, მხოლოდ პარიზში დაახლოებით 70 000 ადამიანი შეიკრიბა.
ამასთან, პროტესტის ორგანიზატორების შეფასებით, დღეს აქციის მონაწილეთა რიცხვი გაცილებით მაღალი იყო.
მედიის ცნობით, ეს ციფრი ნაკლებია გასულ კვირას ქვეყანაში გამართულ აქციებთან შედარებით, სადაც 17 ოქტომბერს დაახლოებით 500 000 აქტივისტი შეიკრიბა, 24 ოქტომბერს კი — 410 000.
ამასთან, ფრანგული მედიის ცნობით, დღეს საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ქალაქ ლიონში აქტივისტებმა პოლიციას ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს, რის შემდეგაც ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ასევე, შეტაკება მოხდა ტულუზაში, პარიზსა და მარსელშიც.




