საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პარიზი უკრაინას საჰაერო სივრცის დასაცავად დამატებით რაკეტებს მიაწვდის.
გადაწყვეტილება მოჰყვა კრივოი-როგში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რომელსაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ. მაკრონმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ტერორისა და ესკალაციის ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად აუცილებელი ყველა საშუალების მიწოდება.
რაკეტების მიწოდება ხორციელდება ივლისში პარიზში შექმნილი ანტიბალისტიკური კოალიციის ფარგლებში, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ უახლესი ფრანგული აღჭურვილობის მიწოდების დაჩქარებაზე, აგრეთვე უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების ერთობლივი წარმოების ლიცენზიებზე.




