პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემების საიტზე განთავსებას განაგრძობს

ამ დროისთვის (თბილისის დროით 05:13 საათი) საარჩევნო კომისიას 32 143 საარჩევნო უბნიდან 30 634 უბნის (95,30%) მონაცემები აქვს ატვირთული.

არსებული მონაცემების თანახმად, კაროლ ნავროცკის ამომრჩეველთა  51,29%-მა დაუჭირა მხარი, რაფალ ტშასკოვსკის კი  48,71%-მა

კაროლ ნავროცკი  10 028 892 ხმა - 51,29%
რაფალ ტშასკოვსკი   9 525 100 ხმა - 48,71%