ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 216 საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგები 01:05 საათის მდგომარეობით, ბიულეტენების 4.11%-ის დამუშავების შემდეგ.

ამ მონაცემების მიხედვით, ამჟამად მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს ხმების 55.22%-ით (32 923 ხმა).

მეორე ადგილზეა პარტიათა ალიანსი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც დააგროვა 22.02% (13 134).

მესამე ადგილზეა ალიანსი „სომხეთი“ 8.36%-იანი მაჩვენებლით (4985).

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც დააგროვა 5.75% (3432).