ამის შესახებ სომხეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 523 საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგები 02:45 საათის მდგომარეობით, საარჩევნო ბიულეტენების 16.05 პროცენტის დამუშავების შემდეგ.
ამ შედეგების მიხედვით, მოქმედი მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს ხმების 51.16 პროცენტით (119 958 ხმა).
მეორე ადგილზეა პარტიული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ 23.27 პროცენტით (54 549 ხმა).
მესამე ადგილზეა პარტიული ალიანსი „სომხეთი“ 9.68 პროცენტით (22 706 ხმა).
მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 4.13 პროცენტით (9 688 ხმა).
საარჩევნო ბარიერი პარტიული ბლოკებისთვის („ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“) 8 პროცენტია, პარტიებისთვის კი 4 პროცენტი.




